logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ასეთი მენტალობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ - ებრძვიან საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას, მის მომავალს, მის აწმყოს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, მოხდეს საქართველოში
- +

8 მარტი. 2022. 23:53

 

 

გოგა ხაინდრავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ცდილობს, უკრაინაში განვითარებული მოვლენები საქართველოში განმეორდეს. ამ თემაზე რეჟისორმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა და პუტინისა და „ნაცმოძრაობას“ შორის მსგავსებაზე გააკეთა აქცენტი.

 

„გაუგებარი რამ ხდება - პუტინი და მისი რეჟიმი ებრძვის საკუთარ ეთნოსს, საკუთარ ხალხს. უკრაინაში მცხოვრებთა დაახლოებით 60% ეთნიკური რუსია. იმ ქალაქების დიდი უმრავლესობა არის რუსული ეთნოსით დასახლებული. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული ხელისუფლება და ხოცავენ, ებრძვიან, ანგრევენ საკუთარ ხალხს, საკუთარ სისხლსა და ხორცს. ზუსტად ასეთი მენტალობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან აფილირებულ ჯგუფს, რომლებიც ებრძვიან საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას, მის მომავალს, მის აწმყოს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, მოხდეს საქართველოში. ეს პარადოქსია“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner