logo_geo
eng_logo
სუსის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ტერორიზმზე: ყველა შემთხვევა, სადაც შეიძლება არსებობდეს თუნდაც მინიმალური საფრთხის გამომწვევი აქტივობა, დაისჯება უმკაცრესად
- +

8 მარტი. 2022. 23:54

 

 

„ყველა შემთხვევა, სადაც დავინახავთ, რომ შეიძლება არსებობდეს გადაცდომა, მინიმალური საფრთხის გამომწვევი აქტივობა იყოს ვინმეს მხრიდან მოსალოდნელი, დაისჯება უმკაცრესად“,- ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სუსის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა დივერსანტებისა და ტერორისტული ჯგუფების საქართველოში შესაძლო შემოსვლიის საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისივე თქმით, მსგავს საკითხებზე საჯაროდ საუბარი საფრთხის შემცველი და არაპროფესიონალურია.

 

„უსაფრთხოების გარემო საქართველოში სრულად ექვემდებარება კონტროლს და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები საქართველოში არ არსებობს. რა თქმა უნდა, ცალკეული მიმართულებებით შექმნილი გარემოებებით შსს, სუსი აქტიურად მუშაობს და ყურადღებითაა, თუმცა, რაოდენობისა და სტატისტიკის მიხედვით შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით შემოსვლების რაოდენობა არ გაზრდილა. გარდა ამისა, შექმნილი ვითარების გამო ახლა გაცილებით ყურადღებით არიან შესაბამისი უწყებები. გამუდმებით ისმის განცხადებები ცალკეულ დივერსანტებზე, ტერორიზმთან დაკავშირებულ ჯგუფებზე, პირველ რიგში საინტერესოა საიდან ფლობენ ამ ინფორმაციას. გარდა ამისა მსგავსი ტიპის განცხადებები ძალიან სახიფათოა. საზღვრის კვეთის კონტროლის ყველა მექანიზმს დეტალურად სამწუხაროდ ვერ ავხსნი, თუმცა, ამას არ სჭირდება დიდი ანალიზი, რომ მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, სპორტული გარეგნობის პირების დანახვის შემდეგ იმის თქმა, რომ საქართველოში დივერსანტების ჯგუფი მოქმედებს, არ არის სწორი და პროფესიონალური. საქმიანობა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს, მხოლოდ ვიზუალურ შეფასებებზე უფრო ღრმად მიდის. მსგავსი შინაარსის განცხადებები ძალიან სახიფათოა იმ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე ტიპის ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არ არის ასე სასაუბრო და სუსი მზად არის, რომ ყველა საკითხზე მოახდინოს რეაგირება. ყველა შემთხვევა, სადაც დავინახავთ, რომ შეიძლება არსებობდეს გადაცდომა, მინიმალური საფრთხის გამომწვევი აქტივობა იყოს ვინმეს მხრიდან მოსალოდნელი, დაისჯება უმკაცრესად“,- განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner