logo_geo
eng_logo
პოლონეთი მზად არის, თავისი ყველა MIG-29 „რამშტაინის“ საავიაციო ბაზაზე დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს და სანაცვლოდ აშშ-სგან შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობების მეორად თვითმფრინავებს ითხოვს
- +

9 მარტი. 2022. 00:24

 

 

„პოლონეთის ხელისუფლება, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შემდეგ, მზად არის, თავისი ყველა MIG-29 „რამშტაინის“ საავიაციო ბაზაზე დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს და აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში გადასცეს“, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ამავდროულად, პოლონეთი აშშ-ს სთხოვს, მოგვაწოდოს მეორადი თვითმფრინავები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით. პოლონეთი მზად არის, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები. პოლონეთის მთავრობა ასევე სთხოვს ნატოს სხვა მოკავშირეებს, რომლებსაც MIG-29 აქვთ, იმავე პრინციპით იმოქმედონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

6 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა მწვანე შუქი მიიღეს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner