logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: საქართველოს სათავეში გონიერი ადამიანები დგანან, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანა საომარ მოქმედებებში არ ჩაბმულიყო და მთელი ცეცხლი ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე აიღო
- +

9 მარტი. 2022. 00:28

 

 

„საქართველოს სათავეში გონიერი ადამიანები დგანან, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანა საომარ მოქმედებებში არ ჩაბმულიყო და მთელი ცეცხლი ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე აიღო“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„მე ძალიან სასიამოვნო განწყობა მაქვს ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, საერთოდ სამთავრობო გუნდის მიმართ. მადლობა ღმერთს, საქართველოს სათავეში გონიერი ადამიანები დგანან. ირაკლი ღარიბაშვილმა მთელი დარტყმა თავის თავზე მიიღო. მან ხომ იცოდა, რომ ეს ასე იქნებოდა, მაგრამ მისი ვალია, რომ თავის ქვეყანას, რომელსაც ის უდგას სათავეში, აარიდოს ის უბედურება, რასაც თვითონ ხედავდა. მან ჩვენზე მეტი იცოდა, რა ხდებოდა, რას ამზადებდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ხომ დავინახეთ რა შეტევა იყო საქართველოზე იმისთვის, რომ როგორმე ცეცხლში ჩავეგდეთ. მათ მეორე ფრონტი სჭირდებოდათ, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეეძლო ზურგში დაერტყა რუსეთისთვის და მეორე ფრონტი გაეხსნა, იყო მხოლოდ საქართველო. ამიტომ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და ამის ასარიდებლად მთელი ეს ცეცხლი ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე აიღო, ისევე, როგორც ირაკლი კობახიძემ და მთელმა გუნდმა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ქვეყანა მომწიფდა თვითმყოფადობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და რაც მთავარია მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ ეს ქვეყანა თავისი ჭკუით ივლის და არა სხვისი ჭკუით, როგორც დადის სამადაშვილი, ხოშტარია, სააკაშვილი, რადგან მათთვის მხოლოდ გარეთ ნათქვამია მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner