აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპა აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე არშეერთებისთვის გააკრიტიკა.
„ახლახან დადასტურდა, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობა არ შეუერთდება აშშ-ს რუსეთის ნავთობისა და გაზის ბოიკოტირებაში. ჩვეულებისამებრ, აშშ მარტო დარჩება, რითაც ევროპა ისარგებლებს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს მე ვაცხადებ, რომ აშშ-ის სამიზნე გახდა რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია. ეს ნიშნავს, რომ რუსული ნავთობი ვეღარ შეძლებს შეერთებული შტატების პორტებში შემოსვლას და ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს პუტინის ომის მანქანას. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც კონგრესში ორივე პარტიის მტკიცე მხარდაჭერა აქვს. ამერიკა ახორციელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და აშშ არ იქნება პუტინის ომის დამფინანსებელი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.