logo_geo
eng_logo
Save The Children: ომის დაწყებიდან უკრაინა 800 ათასმა ბავშვმა დატოვა
- +

9 მარტი. 2022. 10:27

 

 

Save The Children-ის მონაცემებით, იმ 2 მილიონ ადამიანს შორის, ვინც უკრაინა რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა, დაახლოებით 800 ათასი ბავშვებია. ამის შესახებ BBC წერს.

 

სააგენტოში აცხადებენ, რომ ბევრი მათგანი საზღვრამდე მარტო, თანმხლები პირების გარეშე ჩადის.

 

„მშობლები საკუთარი შვილების დასაცავად ყველაზე სასოწარკვეთილ ზომებს მიმართავენ, მათ შორის, ბავშვებს უკრაინიდან მეზობლების და მეგობრების თანხლებით აგზავნიან, თვითონ კი უკრაინაში რჩებიან და საკუთარ სახლებს იცავენ“, - განმარტავენ სააგენტოში.

 

გაეროს მონაცემებით, ომის 12 დღის განმავლობაში უკრაინა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner