დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გარდამავალი პერიოდი ქვეყნის ბაზარს, ბიზნესსა და მიწოდების ქსელებს საკმაო დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად და მასზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად. რუსული იმპორტი გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8%-ს შეადგენს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებისა და უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვს წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე რაუნდი დააწესა. შეზღუდვები შეეხო საბანკო სფეროს, გარკვეული საქონლის ექსპორტს, ავიაციასა და რუს ბიზნესმენებს, საჯარო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებს.
რუსულ ნავთობსა და გაზზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ეტაპობრივად აპირებს ევროკავშირიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ჯო ბაიდენმა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა.