logo_geo
eng_logo
ოლენა ზელენსკა: თუ არ შევაჩერებთ პუტინს, რომელიც ბირთვული იარაღით იმუქრება, მსოფლიოში უსაფრთხო ადგილი აღარ იქნება
- +

9 მარტი. 2022. 10:37

 

უკრაინის პირველი ლედი უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას ითხოვს. ოლენა ზელენსკამ სოციალურ ქსელში ღია წერილი გამოაქვეყნა.

 

„ის, რაც გვჭირდება და რასაც მთელ მსოფლიოში ვაცხადებთ – დახურეთ ცა! გაიხადეთ თქვენი თეთრი ხელთათმანები, მაინც ვერ შეინარჩუნებთ ნეიტრალობას. რადგან შემდეგში პუტინი შესაძლოა, თქვენთან მოვიდეს. თუ არ შევაჩერებთ პუტინს, რომელიც ბირთვული იარაღით იმუქრება, მსოფლიოში უსაფრთხო ადგილი აღარ იქნება“, - აღნიშნავს უკრაინის პირველი ლედი და მსოფლიო მედიას მოუწოდებს, არ გაჩუმდეს და უკრაინაში ომის შესახებ ილაპარაკოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner