logo_geo
eng_logo
შარლ მიშელმა ევროკავშირის არაფორმალური სამიტი მოიწვია
- +

9 მარტი. 2022. 10:39

 

შარლ მიშელი ევროკავშირის არაფორმალურ სამიტს იწვევს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წერილში აღნიშნულია, რომ ევროპელი ლიდერების შეხვედრა 10-11 მარტს ვერსალის სასახლეში გაიმართება.

 

სამიტის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შედეგები იქნება. კერძოდ, მხარეები იმსჯელებენ ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რუსულ ბუნებრივ რესურსებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებასა და ეკონომიკური ფუნდამენტის გაძლიერებაზე. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ევროჯგუფის თავმჯდომარე.

 

„რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპაში. ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას. რუსეთი უკრაინელ მოსახლეობას წარმოუდგენელ ტანჯვას აყენებს. ჩვენ ვაქებთ უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, რომელსაც ისინი ავლენენ მათი ქვეყნის დაცვისას. უკრაინასთან ერთად, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეს. უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია“, - აღნიშნულია მიშელის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner