logo_geo
eng_logo
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად 13.6 მილიარდი დოლარის პაკეტი დაამტკიცა
- +

9 მარტი. 2022. 14:23

 

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ 13.6 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა, რათა დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრის აღკვეთაში და ევროპელ მოკავშირეებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა ყველაზე მწვავე კრიზისის დაძლევაში.

 

კერძოდ, მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან ოთხი მილიარდი დოლარი აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების დასახმარებლადაა განკუთვნილი, რომელთაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილი შეიფარეს.

 

ამასთან, დახმარების პაკეტიდან 6.7 მილიარდი დოლარი რეგიონში აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და კონტიგენტის განთავსებას, ასევე ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის უკრაინაში და აშშ-ის მოკავშირეებთან ტრანსფერს მოხმარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner