logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი რუს სამხედროებს: ტყვეობისა და სიკვდილის გარდა აქ არაფერი გელოდებათ
- +

9 მარტი. 2022. 14:42

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსს სამხედროებს მიმართა და მათ უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. მიმართვისას პრეზიდენტმა რუსულ ენაზე ისაუბრა.

 

„რუსო ჯარისკაცებო! თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ გადარჩენის შანსი.

 

ჩვენი წინააღმდეგობის თითქმის ორმა კვირამ აჩვენა, რომ ჩვენ არ დავთმობთ, ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს მიწას და დაღუპული ხალხისა და მოკლული ბავშვებისთვის პასუხს არ მოვითხოვთ.

 

თქვენ კვლავ შეგიძლიათ გადარჩენა, თუ უბრალოდ წახვალთ.

 

არ დაუჯეროთ თქვენს მეთაურებს, როცა გეუბნებიან, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ გაქვთ შანსი.

 

ტყვეობისა და სიკვდილის გარდა აქ არაფერი გელოდებათ. ჩვენს მოქალაქეებს თქვენი სიცოცხლის სანაცვლოდ ხოცავთ.

 

ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ცივილიზებულ სამყაროში. დატოვეთ ჩვენი სახლები და თქვენსაში დაბრუნდით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner