logo_geo
eng_logo
გავრცელებული ინფორმაციით, SWIFT-დან 3 ბელარუსული ბანკი გაითიშება
- +

9 მარტი. 2022. 15:54

 

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში მინსკის მონაწილეობის გამო ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 3 ბელარუსული ბანკი SWIFT-დან გაითიშოს. ინფორმაციას RBC UKRAINE ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებული ბანკებია :

 

Belagroprombank, Dobrabyt Bank, The Belarusian Development Bank

 

ბელარუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება დღეს გამოქვეყნდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner