უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში მინსკის მონაწილეობის გამო ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 3 ბელარუსული ბანკი SWIFT-დან გაითიშოს. ინფორმაციას RBC UKRAINE ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებული ბანკებია :
Belagroprombank, Dobrabyt Bank, The Belarusian Development Bank
ბელარუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება დღეს გამოქვეყნდება.