„მავთულხლართები, დაშორიშორება, დაპირისპირება არც ერთი ჩვენგანის ინტერესში არ შედის", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
„საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ემოციების გარეშე შევაფასოთ ომის შედეგები. მავთულხლართები, დაშორიშორება, დაპირისპირება არც ერთი ჩვენგანის ინტერესში არ შედის," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.