logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე არ დავამტკიცებთ საერთაშორისო დონეზე, რომ აგვისტოს ომში მოხდა ეთნიკური წმენდა!
- +

8 აგვისტო. 2016. 12:54



„დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში იცავდნენ იმას, რასაც ჰქვი საქართველოს ღრსება, ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ვიცავდით საუკუნეების განმავლობაში", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.


როგორც წულუკიანმა განაცხადა, სახელმწიფო გააგრძელებს ბრძოლას, მანამ, სანამ არ დამტკიცდება საერთაშორისო დონეზე, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მოხდა  ეთნიკური წმენდა და ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა.


„ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ქვეყანა არ იქნება დეოკუპირებული, ვიდრე არ დავამტკიცებთ საერთაშორისო დონეზე, რომ დიახ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარია საქართველოში ეთნიკური წმენდა, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა. მინდა, ყველას მივუსამძიმრო და მადლობა ვუთხრა იმ მშობლებს, ვინც გმირები გაუზარდა ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner