logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილი ბედავს და უკიდურესი უტიფრობით აცხადებს ეკონომიკისთვის დამანგრეველ მოწოდებებს
- +

9 მარტი. 2022. 17:02

 

„ამ დესტრუქციულ ელემენტს „ავიწყდება“, რომ „ლუკოილ ჯორჯიას“ სააკაშვილის რეჟიმის ბოლო წლებში (2012-2013) მონაწილეობა აქვს მიღებული 33 სახელმწიფო ტენდერში, რომელიც საწვავის შესყიდვის მიზნით იყო გამოცხადებული. აქედან 30 ტენდერში გაიმარჯვა. მოგებული კონტრაქტების მიახლოებითი ღირებულება იყო 100 მილიონი, უფრო ზუსტად 99 624 777 ლარი. აგვისტოს ომის შემდეგ, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები რომ რუსეთს მიჰყიდა, ბავშვმაც კი იცის. და ამის შემდეგ სააკაშვილი ბედავს და უკიდურესი უტიფრობით აცხადებს ეკონომიკისთვის დამანგრეველ მოწოდებებს“, - ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-პოსტს ეხმიანება, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა არ ჩაასხან საწვავი „ლუკოილში“.

 

„საქართველოში მეხუთე კოლონის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ „ლუკოილის“ ბენზინი თურმე არ უნდა შევიძინოთ. ამ დესტრუქციულ ელემენტს „ავიწყდება“, რომ „ლუკოილ ჯორჯიას“ სააკაშვილის რეჟიმის ბოლო წლებში (2012-2013) მონაწილეობა აქვს მიღებული 33 სახელმწიფო ტენდერში, რომელიც საწვავის შესყიდვის მიზნით იყო გამოცხადებული. აქედან 30 ტენდერში გაიმარჯვა. მოგებული კონტრაქტების მიახლოებითი ღირებულება იყო 100 მილიონი, უფრო ზუსტად 99 624 777 ლარი. აგვისტოს ომის შემდეგ, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები რომ რუსეთს მიჰყიდა, ბავშვმაც კი იცის. და ამის შემდეგ სააკაშვილი ბედავს და უკიდურესი უტიფრობით აცხადებს ეკონომიკისთვის დამანგრეველ მოწოდებებს. ამ რადიკალური ლოგიკით გამოვრთოთ დენი, წყალი, არ შევიძინოთ, მაგალითად, რუსული „ვიმ-ბილ-დანის“(„სოფლის ნობათი“, 2009 წ. შემოსული) რძის ნაწარმი?! ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ასე გააფთრებით ებრძოდეს საკუთარ სამშობლოს, მის თანამემამულეებს!“ - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner