logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ნუ ჩაასხამენ საწვავს „ლუკოილში“, ნუ ისარგებლებენ „ჯივიპის“ და „თელმიკოს“ მომსახურებით, ნუ იყიდიან პურს და ნუ ექნებათ კონტაქტი იმ კომპანიებთან, რომლებიც სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს შემოვიდნენ
- +

9 მარტი. 2022. 17:03

 

„კი ბატონო, ნუ ჩაასხამენ საწვავს „ლუკოილში“, ნუ ისარგებლებენ „ჯივიპის“ (წყლის კომპანია) და „თელმიკოს“ მომსახურებით. ნუ იყიდიან პურს და ნუ ექნებათ კონტაქტი იმ კომპანიებთან, რომლებიც სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს შემოვიდნენ (დამერწმუნეთ, ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და ფაქტობრივად ენერგეტიკის სრული სპექტრია მოქცეული)“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას - არავინ ისარგებლოს „ლუკოლით“.

 

როგორც გაბრიჭიძე წერს, ძალიან ადვილია მათი ატაცება, პარლამენტის წინ კივილი, მერე სახლში მისვლა და რუსულ დენზე ჩართულ ტელევიზორში მიშას იდიოტობების მოსმენა.

 

„მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ნუ ჩაასხამთ საწვავს „ლუკოილში“. ჩვენ ამით უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ. „ლუკოილში“ შეუძლია ჩაასხას „ალტ-ინფოს“ და ივანიშვილის ხელის ბიჭებს. ნამდვილი ქართველი, არ შეიძლება, რაიმე ფორმით ოკუპანტის მანქანის ნაწილი იყოს. კი ბატონო, ნუ ჩაასხამენ საწვავს „ლუკოილში“, ნუ ისარგებლებენ „ჯივიპის“ (წყლის კომპანია) და „თელმიკოს“ მომსახურებით. ნუ იყიდიან პურს და ნუ ექნებათ კონტაქტი იმ კომპანიებთან, რომლებიც სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს შემოვიდნენ (დამერწმუნეთ ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და ფაქტობრივად ენერგეტიკის სრული სპექტრია მოქცეული). ძალიან ადვილია ასეთი ლოზუნგების სროლა. ძალიან ადვილია მათი ატაცება, პარლამენტის წინ კივილი, მერე სახლში მისვლა და რუსულ დენზე ჩართულ ტელევიზორში მიშას იდიოტობების მოსმენა. ძალიან ადვილია“, - წერს გაბრიჭიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner