logo_geo
eng_logo
ევროკავშირი კიდევ 160 რუსს, მათ შორის ოლიგარქებს სანქციების მორიგ ტალღას უწესებს
- +

9 მარტი. 2022. 17:30

 

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ ტალღას აწესებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს.

 

ფონ დერ ლაიანის ინფორმაციით, სანქციების მორიგი რაუნდი 160 რუსს შეეხება, მათ შორის ოლიგარქებს.

 

„ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ იმ სამხედრო აგრესიის გამო, რასაც ის უკრაინაში ჩადის. სანქციები ეხება 160 ადამიანს, მათ შორის ოლიგარქებს და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრებს“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

მისივე თქმით, სანქციები ასევე ეხება ბელარუსის საბანკო სექტორს, საზღვაო ნავიგაციის ტექნოლოგიების ექსპორტს და კრიპტოვალუტის აქტივებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner