logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მადლობა თბილისის მერს ასეთი პრინციპულობისთვის!
- +

9 მარტი. 2022. 17:39

 

ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს ბოლო სართულის დემონტაჟის შესახებ თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებას  ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოცაილურ ქსელში ეხმიანება.

 

„ის, რაც აუცილებლად იყო გასაკეთებელი!

 

ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი ორ კვირაში დასრულდება.

 

ამ თემაზე ცოტა ხნის წინ დავწერე, მანდ 1990-იანებიდან მოყოლებული, ბევრს უნდოდა ჭამა-სმითი ბიზნესის „განვითარება“ და „ფულების“ შოვნა ქალაქის დამახინჯების ხარჯზე.

 

როგორც წესი, ჩვენმა ღვაწლმოსილმა „ჟოპოზიციამ“ ესეც გამოიყენა... უფრო სწორად, ამისი გამოყენებაც უნდოდა, კალაძე კერძო საკუთრებას ებრძვის, ახლა მაგას დაანგრევს და თვითონ ჩადგამს „ქუხნასო“.

 

კალაძის თქმით, იყო სპეკულაციები გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან. ამ ადამიანებს არაფერს გავუტარებთ. მე ვიყავი პირველი, ვინც პროექტის ამ ფორმატით განხორციელებაზე უარი თქვა და საჯაროდ დაგმო.

 

მადლობა თბილისის მერს ასეთი პრინციპულობისთვის.

 

თუ არის მსგავსი „უსახურობები“ სხვა ადგილებში, ისინიც უნდა აღიკვეთოს. შეიძლება ყველგან არ მოხერხდეს, ბევრგან უკვე დასრულებულია და მავანთა უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ სადაც არ არის დასრულებული, აუცილებლად უნდა მოექცეს კანონიერ ჩარჩოში.

 

P.S. აღსანიშნავია, რომ ამ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა.

გიგი, შე ბოზო!

ყოველ საღამოს სხვების სინდის-ნამუსზე რომ ლაპარაკობ!!!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner