logo_geo
eng_logo
გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე უარი თქვა
- +

9 მარტი. 2022. 19:36

 

„ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს არ გააგზავნის“, - ამის შესახებ Reuters წერს. გერმანიის კანცლერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პენტაგონმა არ მიიღო პოლონეთის წინადადება MiG-29 ტიპის გამანადგურებლების უკრაინაში მიწოდების მიზნით გადაცემის შესახებ.

 

„ჩვენ უკრაინას გადავეცით ყველა ტიპის თავდაცვითი მასალა და გავაგზავნეთ იარაღი, რომელზეც ვსაუბრობდით, თუმცა სწორია ისიც, რომ ძალიან ყურადღებით უნდა განვიხილოთ, რას ვაკეთებთ კონკრეტულად და ცხადია, რომ სამხედრო თვითმფრინავები ამის ნაწილი არ არის“, - აღნიშნა შოლცმა.

 

6 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა მწვანე შუქი მიიღეს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner