logo_geo
eng_logo
2016 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23 932 067 ბოთლი ღვინო
- +

8 აგვისტო. 2016. 12:57



ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23 932 067 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.


საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 152% (2 475 557), ბელარუსი - 122% (575 166), უკრაინა - 72% (2 595 947), რუსეთი - 50% (12 748 273), პოლონეთი - 29% (1 190 926), ესტონეთი - 57% (379 650), ყირგიზეთი - 107% (163 966), გერმანია - 21% (174 166), იაპონია - 12% (101 448), დიდი ბრიტანეთი - 44% (58 618), და სხვა.


ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (12 748 273), უკრაინა (2 595 947) , ჩინეთი (2 475 557) ყაზახეთი (1 924 046 ბოთლი) და პოლონეთი (1 190 926).


ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული" -3 210 280 ბოთლი, „მუკუზანი" -1 230 522 ბოთლი, „წინანდალი" - 1 016 107 ბოთლი, „ახაშენი" - 518 170 ბოთლი, „ხვანჭკარა" - 169 371 ბოთლი და ა.შ.


ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 303 645 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 32%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 9,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ს აღწევს.


მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 92,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 7 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 70,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner