logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი აშშ-ისთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე: ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დადებითი ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის
- +

9 მარტი. 2022. 19:39

 

ამერიკული გამოცემა „The Hill”, მკვლევარ ბროკ ბირმანის ავტორობით სტატიას, სახელწოდებით „მიეცით საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება“ აქვეყნებს.

 

სტატიის ავტორი აშშ-ისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების დადებით მხარეებს უსვამს ხაზს და აღნიშნულ თემაზე საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართულ საუბარს იხსენებს.

 

„ცოტა ხნის წინ მქონდა კომუნიკაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, რომელმაც მითხრა, რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია. მან თქვა: „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, მყისიერად გაზრდის აშშ-ის რბილ ძალას საქართველოს საზღვრებს მიღმა, შესაძლებელს გახდის [სამხრეთ კავკასიაში] დაძაბულობის ზრდის თავიდან აცილებას, გააძლიერებს ეკონომიკურ მდგრადობას, კეთილდღეობას და ორმხრივ ვაჭრობას. ისტორიამ დაამტკიცა ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობის ეფექტურობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დადებითი ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის“, - წერს ბროკ ბირმანი.

 

ავტორის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ის დადებითად იმოქმედებს როგორც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, ისე აშშ-ის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner