logo_geo
eng_logo
კანონმდებლობით ახლებურად დარეგულირდება შინაურ ცხოველთა მოშენებასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სუბიექტების საქმიანობა
- +

9 მარტი. 2022. 19:41

 

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რსურსების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართ, სადაც „შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ“ ახალი კანონპროექტის პირველი სამუშაო ვერსია განიხილეს.

 

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი ბევრ პროცედურულ, ფინანსურ და სხვა სახის ვალდებულებებს წარმოშობს, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს, რომ თითოეული ცხოველი იყოს მიკვლევადი, შესაბამისად დაცული იქნება როგორც ამ ცხოველის უფლებები, ასევე ადამიანების უფლებები, რომლებიც შესაძლებელია დაზიანდნენ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე.

 

„კანონპროექტის მიზანია დაარეგულიროს ყველა სუბიექტის საქმიანობა თუ ის დაკავშირებულია ცხოველთა გამრავლებასთან, გაჩუქებასთან და მოვლა-პატრონობასთან. კანონპროექტი რთულია თავისი შინაარსიდან გამომდინარე, მაგრამ კიდევ უფრო რთული იქნება აღსრულების კუთხით. ამ კანონპროექტის შემუშავების პარალელურად თითოეულ მუნიციპალიტეტში ფინანსური რესურსი უნდა დაიგეგმოს ისე, რომ მომდევნო წლებში მუნიციპალიტეტებმა დაიწყონ შესაბამისი სისტემის ამუშავება. სხვანაირად ვერასოდეს მოვერევით პრობლემას, რასაც უპატრონო ძაღლები ჰქვია“, - განაცხადა მაია ბითაძემ და აღნიშნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება და როდესაც ის დასრულებულ სახეს მიიღებს, მათ შორის იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, ამის შემდეგ დაიწყება  ფართო საზოგადოების ჩართულობით მისი განხილვა.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner