კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებთან და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე კულტურის სფეროს განვითარების შესახებ ისაუბრეს.
„მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს მათი მომდევნო 3 წლის ხედვები, რეგიონებში კულტურის სფეროს განვითარების კუთხით. ასევე ვისაუბრეთ სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში კვლევებში მათ მონაწილეობაზე“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.