კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ უკრაინელ ხალხს მოუწოდა, ქვეყნის მომავალი დაიცვან ვლადიმერ პუტინის სურვილისგან, რუსეთის იმპერია აღადგინოს.
„ხალხს ვეუბნები, რომ არასდროს დავნებდებით, რადგან ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ქალაქია, ჩვენი ოჯახია. ჩვენს მომავალს ვიცავთ. მიზეზი, რის გამოც პუტინი ამ ომს აწარმოებს, არის ის, რომ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ევროპული ქვეყანა ვიყოთ, ხოლო პუტინს რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს. უკრაინის გარეშე ძნელია ამის გაკეთება. მისი ოცნებაა აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ჩვენ ვიყავით სსრკ-ში და არ გვინდა იქ დაბრუნება“, - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.