logo_geo
eng_logo
ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას: დაუყოვნებლივ დახურეთ ცა! შეაჩერეთ მკვლელობები! ამის ძალა გაქვთ, თუმცა როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ
- +

9 მარტი. 2022. 20:56

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მასშტაბურ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე პასუხისმგებელი იქნება, თუ უკრაინის თავზე არასაფრენ ზონას არ გამოაცხადებს.

 

რუსეთი რაკეტებს, თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს იყენებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ, ჩვენი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მსოფლიოს ჰუმანიტარული მოვალეობაა რეაგირება მოახდინოს. დახურეთ ცა დაუყოვნებლივ! შეაჩერეთ მკვლელობები დაუყოვნებლივ! ამის ძალა გაქვთ, თუმცა როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მანამდე რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლზე ავიაიერიში მიიტანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner