უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მასშტაბურ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე პასუხისმგებელი იქნება, თუ უკრაინის თავზე არასაფრენ ზონას არ გამოაცხადებს.
„რუსეთი რაკეტებს, თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს იყენებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ, ჩვენი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მსოფლიოს ჰუმანიტარული მოვალეობაა რეაგირება მოახდინოს. დახურეთ ცა დაუყოვნებლივ! შეაჩერეთ მკვლელობები დაუყოვნებლივ! ამის ძალა გაქვთ, თუმცა როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლზე ავიაიერიში მიიტანეს.