logo_geo
eng_logo
ოზურგეთში აგვისტოს ომის გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს
- +

8 აგვისტო. 2016. 12:59


2008 წლის აგვისტოს ომის 8 წლისთავთან დაკავშირებით დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოზურგეთელი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინებით შეამკო.

2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს სამი ოზურგეთელი სამხედრო: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი) დაიღუპა.


„აგვისტოს ომის შემდეგ 8 წელი გავიდა. სამწუხაროა, რომ ამ თარიღის აღნიშნვა ასეთი ახალგაზრდა ბიჭების საფლავებზე გვიწევს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბოლომდე იცავდნენ საკუთარი ქვეყნის ღირსებას,"- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.


დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების მემორიალიც მოინახულეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ომში დაღუპული ჯარისკაცის - თემურ ჭიტაძის ოჯახს ფულადი თანხა გადაურიცხა.

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner