logo_geo
eng_logo
ვიოლა ფონ კრამონი: პუტინი უკვე დამარცხდა, მან თავისი ქვეყანა გარიყულ სახელმწიფოდ აქცია, მისი იმპერიული ამბიციები სამუდამოდ დაიმარხება უკრაინაში
- +

9 მარტი. 2022. 21:20

 

„როგორც არ უნდა დასრულდეს რუსეთის შეჭრა, პუტინი უკვე დამარცხდა ამ ომში, მან თავისი ქვეყანა გარიყულ სახელმწიფოდ აქცია და გაანადგურა მისი ეკონომიკა. მისი იმპერიული ამბიციები სამუდამოდ დაიმარხება უკრაინაში“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის ომი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ.

 

„პუტინმა გააკეთა ის, რასაც ბევრი ჩვენგანი წლების განმავლობაში გაფრთხილებდით. ახლა უკრაინის გვერდით დადგომისა და ჩვენი უსაფრთხოება დაცვის დროა. პუტინის სისხლიანმა ომმა შეგვაზანზარა და შეგვძრა. ახლა ჩვენი დემოკრატია და კავშირი უნდა დავიცვათ. როგორც არ უნდა დასრულდეს რუსეთის შეჭრა, პუტინი უკვე დამარცხდა ამ ომში, მან თავისი ქვეყანა გარიყულ სახელმწიფოდ აქცია და გაანადგურა მისი ეკონომიკა. თანამედროვე რუსეთი არ არის სამხედრო სუპერძალა, როგორც პუტინს მიაჩნია. მისი იმპერიული ამბიციები სამუდამოდ დაიმარხება უკრაინაში. ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის ომი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ. უკრაინა ფრონტის ხაზზეა და ჩვენ დემოკრატიებს იცავს. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ უკრაინის დაცემა“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner