უკრაინამ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზების თხოვნით გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მიმართა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ გერმანული ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.
იგორ ჟოვკვას თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა დახმარება უნდა უზრუნველყონ აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებაში, რომელზეც ბევრი ასპექტის განხილვა იქნებოდა შესაძლებელი.