„არ უნდა ველოდოთ, რომ პუტინის სიბოროტით სავსე მიზნები შეიცვლება. ჩვენ მისი უნარი უნდა დავაქვეითოთ. უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა, მედეგობა, წინააღმდეგობის გაწევის ხარისხი. უნდა შევამციროთ ავტორიტარულ რეჟიმზე ენერგოდამოკიდებულება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.
მისი თქმით, რაც 24 თებერვალს მოხდა შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ გასაკვირი არ ყოფილა, ამ საფრთხეებზე მუდმივად საუბრობდნენ.
„ორ კვირაში შევიცვალეთ და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები მდგრადი იყოს. უნდა უარვყოთ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში. სტრატეგიულად უნდა შევასუსტოთ რუსული დიქტატურა. არ უნდა ველოდოთ, რომ პუტინის სიბოროტით სავსე მიზნები შეიცვლება. ჩვენ მისი უნარი უნდა დავაქვეითოთ. უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა, მედეგობა, წინააღმდეგობის გაწევის ხარისხი. უნდა შევამციროთ ავტორიტარულ რეჟიმზე ენერგოდამოკიდებულება. ავაშენოთ ალიანსები, რადგან ამას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით ახლა, ეგზიზსტენციალური კრიზისების დროს“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.