logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის მკაფიოა - შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ ძალები და ჩაერთეთ დიპლომატიაში
- +

9 მარტი. 2022. 21:32

 

„პრეზიდენტმა პუტინმა მშვიდობიანი და სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი წამოიწყო უბრალოდ იმიტომ, რომ უკრაინამ დემოკრატიისა და თავისუფლების გზის არჩევა გაბედა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოტავას უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„პრეზიდენტ პუტინის ომი არ არის მხოლოდ საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ, ის საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის განადგურებას ცდილობს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მშვიდობა და უსაფრთხოება. ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის მკაფიოა: შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ ძალები და ჩაერთეთ დიპლომატიაში. მსურს ვაღიარო პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა და უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული მამაცობა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები უკრაინას მეტ სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევენ.

 

„ამავდროულად, ჩვენ უპრეცედენტო სანქციებს ვუწესებთ რუსეთს, რომელთა სამიზნეა რუსული კომპანიები, ბანკები და ენერგეტიკის მიმწოდებლები, ასევე პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner