logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაბომბვაზე: პუტინს პასუხს ვაგებინებთ საშინელი დანაშაულებისთვის
- +

9 მარტი. 2022. 22:06

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის მიერ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაბომბვა მკაცრად დაგმო.

 

„ცოტა რამ არის უფრო ამაზრზენი, ვიდრე დაუცველთა მიზანში ამოღება. დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის უფრო მეტ მხარდაჭერას იძიებს საჰაერო თავდასხმებისგან თავის დასაცავად და ჩვენ პუტინს პასუხს ვაგებინებთ საშინელი დანაშაულებისთვის“, - დაწერა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner