logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის
- +

9 მარტი. 2022. 22:07

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის.

 

„ცის დასაცავად საუკეთესო საშუალება საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა ვაშინგტონში ენტონი ბლინკენთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი არ მიისწრაფვის უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებისკენ, რადგან ეს ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირ კონფრონტაციას გამოიწვევს.

 

„ჩვენ გავაოცეთ პუტინი ჩვენი ერთიანობით და ჩვენი სანქციების სიმკაცრით, რომელიც ბანკებს, გემებს, თვითმფრინავებს, ოლიგარქებსა და ნავთობისა და გაზის სექტორს ურტყამს. ახლა დანებების დრო არ არის. პუტინი უნდა დამარცხდეს“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner