logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: უჩა ძოძუაშვილს პიროვნულად არც კი ვიცნობ
- +

8 აგვისტო. 2016. 13:03



თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია „დელტას" ყოფილი ხელმძღვანელის უჩა ძიძუაშვილის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით „კვირის პალიტრას"  პასუხობს, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერ არავისთან არ ჰქონია და არც გეგმები აქვს.

 

„რაც შეეხება „დელტას", ამაზე საუბარი ჯერ არავისთან მქონია და არც გეგმები მაქვს. მეტიც, უჩა ძოძუაშვილს პიროვნულად არც კი ვიცნობ",- განაცხადა იზორიამ.

 

ასევე იზორიამ წვევამდელების გაწვევის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჯარში სავალდებულო გაწვევა რამდენიმე თვის წინ გააუქმა.


როგორც იზორიამ აღნიშნა, ამ  საკითხთან დაკავშირებით არ სურს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება.


„წვევამდელებთან დაკავშირებით, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ მსურს. არ მივსულვარ წინასწარ განსაზღვრული პოზიციით, რომ ეს ბრძანება უნდა გავაუქმო. თუ მოვისმინე არგუმენტები, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო, შესაბამისად ვიმოქმედებ. ამ საკითხს მეტი ანალიზი სჭირდება და მისი შესწავლა უკვე დავიწყე",- აღნიშნა იზორიამ.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner