„ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება, კერძოდ, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან განსაზღვრულია 2 ძირითადი მიმართულებით. ესენია: უსაფრთხოება და ეკონიმიკური განზომილება, რაც შეიძლება ბევრი ამერიკული ინვესტიცია ვიხილოთ საქართველოში და მთავარი - აშშ-სთან გავაფორმოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ბოლო წლებში ძალიან ბევრი თანმიმდევრული ნაბიჯი გადაიდგა.
„აშშ-ს უმაღლეს სავაჭრო წარმომადგენლთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ამ თემაზე. ეს პროცესი დაწყებულია ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს და შემდგომ უკვე გაგრძელდა ჯო ბაიდენის ადმინისტაციასთან. გარდა ამისა, გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესის მხრიდან. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება გააჩენს მეტი ინვესტიციების შესაძლებლობას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.