logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საქართველოსთვის, ისევე როგორც მოლდოვასა და უკრაინისთვის, კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცესი ოფიციალურად უკვე დაძრულია
- +

9 მარტი. 2022. 23:53

 

„საქართველოსთვის, ისევე როგორც მოლდოვასა და უკრაინისთვის, კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცესი ოფიციალურად უკვე დაძრულია. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჩვენ ამ პროცესს თანმიმდევრულად მივყვებით უკვე ყოველდღიურ რეჟიმში. ეს გულისხმობს კომუნიკაციას. ახლა სამუშაო არის ევროკავშირის წევრ თითოეულ ქვეყანასთან. მათთან შესაბამისი კომუნიკაცია და შესაბამისი აქტივობა ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ პროცესი წინ რაც შეიძლება სწრაფად წავწიოთ. პრემიერ-მინისტრს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია და საუბრები ევროკავშირის წამყვანი წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან. მე დღეს მქონდა საუბარი შვედ კოლეგასთან. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კრიზისული სიტუაციის მიუხედავად ჩვენი ევროპელი კოლეგების ყურადღება ფოკუსირებული იქნება ამ საკითხზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner