„საქართველო აგრძელებს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მხარდაჭერას. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ასპექტში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გავუწიოთ უკრაინას, რა თქმა უნდა, რისი საშუალებაც საქართველოს გააჩნია“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ქვეყნის ჩართვა და ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში, იმ პირობებში და გამოწვევებში, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია, როდესაც 60 კილომეტრის დაშორებით რუსეთის ჯარი. დარწმუნებული ვარ უკრაინელი ხალხისთვისაც კარგად გასაგები და აღსაქმელია, რომ საქართველო სანქციების გამოცხადებით, სანქციებს გამოუცხადებს საკუთარ ქვეყანას. ეს ვერანაირად ვერ იქნება ეფექტური რუსეთისთვის და ვერანაირად ვერ იქნება ხელშემწყობი უკრაინისთვის. საქართველო ყველა იმ დონეზე, სადაც პოლიტიკური რესურსი აქვს, მხარს უჭერს უკრაინას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.