logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ორ პრეზიდენტს შორის მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ შევძლებთ ომის დასრულებას
- +

10 მარტი. 2022. 00:49

 

გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, განიხილოს გარკვეული კომპრომისები უკრაინაში ომის დასასრულებლად, თუმცა არ დაუშვებს თავისი ქვეყნის ღალატს.

 

„მეორე მხარეც უნდა იყოს მზად კომპრომისებზე წასასვლელად. ამიტომ ჰქვია ამას კომპრომისი. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ორ პრეზიდენტს შორის მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ იქნება შესაძლებელი ომის დასრულება.

 

„ყოველ მოლაპარაკებებში ჩემი მიზანი რუსეთთან ომის დასრულებაა. მზად ვარ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგა. კომპრომისებზე წასვლა შეიძლება, თუმცა ეს კომპრომისი ქვეყნის ღალატი არ უნდა იყოს. სხვა მხარეც უნდა იყოს მზად კომპრომისზე წასასვლელად. მხოლოდ ასე შევძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსვლას. პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კონტაქტი არ შემდგარა. ორ პრეზიდენტს შორის მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ შევძლებთ ბოლო მოვუღოთ ამ ომს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner