logo_geo
eng_logo
გიორგი ანთაძე: ისევე, როგორც სამხედროების გაგზავნა, ცის დახურვაც პირდაპირ მონაწილეობას გულისხმობს ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან რუსეთის წინააღმდეგ
- +

10 მარტი. 2022. 01:19

 

„ისევე, როგორც სამხედროების გაგზავნა, ცის დახურვაც პირდაპირ მონაწილეობას გულისხმობს ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან რუსეთის წინააღმდეგ. ეს ფაქტობრივად, ომში პირდაპირ ჩართვას, რუსეთის წინააღმდეგ მონაწილეობას ნიშნავს, ყველა პოტენციური შედეგით და შესაბამისად, ასეთი რამ ფაქტობრივად გამორიცხულია მოხდეს“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ზელენსკის განცხადებას რომლითაც ის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს: დახურეთ ცა დაუყოვნებლივ! შეაჩერეთ მკვლელობები დაუყოვნებლივ! ამის ძალა გაქვთ, თუმცა როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ, ორმაგი დატვირთვა აქვს.

 

„ზელენსკის მიმართვა, პირველი დასავლეთის მისამართით არის, რომ ამის ვერ გაკეთების ფონზე მაქსიმალურად შესაძლო რესურსით დაეხმარონ უკრაინას და ამ დახმარებას ის იღებს კიდეც. უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ჟღერდება, დახმარების მიცემაზე განცხადება, როგორც წესი, უკვე მიღებული აქვს უკრაინას ის დახმარება და უსაფრთხოების თვალსაზრისით პოსტფაქტუმ ხდება ხოლმე ამის გახმოვანება. მეორე მხრივ ეს განცხადება არის შიდა აუდიტორიაზე მიმართული. იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები და, პოლიტიკური შედეგები როგორი იქნება უკრაინისთვის და თუკი არცთუ სახარბიელო სცენარით განვითარდება მოვლენები, ზელენსკის მისი მხრიდან ექნება ლეგიტიმური გზავნილი უკრაინის მოსახლეობის მიმართ, ის აფიქსირებდა ნატოსადმი მოთხოვნას. გარკვეულ „პასუხისმგებლობას“ გადაანაწილებს იმ შედეგებზე, რაც ომის ბოლოს დადგება, კოლექტიურად დასავლეთზე, მათ შორის ნატოზე. ასეთი გზავნილები ჩემი აზრით, ორმაგი დანიშნულების მატარებელია“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner