logo_geo
eng_logo
ლაშა პაპაშვილი: იმაზე მეტად არ გაუფასურებულა ლარი, ვიდრე ეს ომის გარეშეც გვქონდა
- +

10 მარტი. 2022. 01:20

 

„იმაზე მეტად არ გაუფასურებულა ლარი, ვიდრე ეს ომის გარეშეც გვქონდა. მთავარია ეროვნული ბანკის პოლიტიკა იყოს სწორი. არაფერს შუაშია ომი. ჩვენ ამ პერიოდში არ გაგვფუჭებია მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომ რაიმე მსგავსი მომხდარიყო“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა „ქრონიაკში“ განაცხადა.

 

მან ასევე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაზეც ისაუბრა.

 

„მე ვერ ვხედავ სერიოზულ რისკებს რუსი მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით. სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ. ეს ციფრი არ გასცდენია იმ ციფრს, რაც იყო კოვიდამდე. არავინ იცის ვინ მოდის იქიდან, ოჯახები მოდიან, ხელისუფლებას გაურბიან, ზოგიერთი ბიზნესმიზნებით მოდის. ამის სელექცია ურთულესი იქნება. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ზრახვები და მიზნები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. რა უნდა გაგვიფუჭონ იმაზე მეტი, რაც უკვე გაფუჭებულია“, - განაცხადა ლაშა პაპავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner