logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: მოქალაქეები აყვნენ შიშსა და პანიკას, ეს როგორც კი დაიძლევა, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ლარის კურსი დაუბრუნდება ან ყოველ შემთხვევაში მიუახლოვდება იმ კურსს, რაც არეულობამდე იყო
- +

10 მარტი. 2022. 01:21

 

„არის საუბრები, რომ ლარი კატასტროფულად გაუფასურდა და ომში მყოფ უკრაინას კი არ გაუფასურებია ვალუტა ამ მასშტაბით, რაც ტყუილია. უკრაინას 24 თებერვლის შემდეგ ვაჭრობა არ გაუმართავს და მისი ვალუტის კურსი უცვლელია. რეალურად კი, უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში, სადაც უკრაინულ ვალუტას ახურდავებენ, დაახლოებით ორჯერ არის გაუფასურებული უკრაინული გრივნა“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„რუსული რუბლი ოფიციალურად დაახლოებით 60-70%-ით არის გაუფასურებული და ვერც კი ყიდულობ უკვე დღევანდელი მოცემულობით უკვე დოლარს, არაოფიციალურ ბაზარზე კი ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი ღირს. სამეზობლოში, ვიცით, რომ აზერბაიჯანს ფიქსირებული კურსი აქვს 2019 წლიდან, სომხეთში კი დაახლოებით 10%-ით არის გაუფასურება. შესაბამისად, ლარიც ბუნებრივად იქცევა და არაფერი საგანგაშო აქ არ ხდება. გარდა იმისა, რომ მოქალაქეები აყვნენ შიშსა და პანიკას. ეს როგორც კი დაიძლევა, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ლარის კურსი დაუბრუნდება ან ყოველ შემთხვევაში მიუახლოვდება იმ კურსს, რაც არეულობამდე იყო. შესაბამისად, ის ხალხი, ვინც ახლა პანიკურად ყიდულობს დოლარს, შემიძლია ვთქვა, რომ წააგებენ, ნუ იჩქარებენ და ქაოსს ნუ აყვებიან“, - განაცხადა ჭარაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner