logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება ანტალიაში ჩავიდა, სადაც სერგეი ლავროვს შეხვდება
- +

10 მარტი. 2022. 01:56

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ანტალიაში ჩავიდა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

 

„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მოწვევით, დმიტრო კულება ანტალიაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისა და ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner