უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ანტალიაში ჩავიდა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.
„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მოწვევით, დმიტრო კულება ანტალიაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისა და ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.