logo_geo
eng_logo
პენტაგონი: აშშ ამ ეტაპზე უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას მხარს არ უჭერს
- +

10 მარტი. 2022. 01:57

 

აშშ ამ ეტაპზე უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

 

თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრს განუცხადა, რომ აშშ მხარს არ უჭერს ამ ეტაპზე MiG-29-ის გადაცემას უკრაინის საჰაერო ძალებისთვის.

 

„თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს უკრაინის საჰაერო ძალებისთვის დამატებითი გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემას“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

 

ჯონ კირბის თქმით, დაზვერვის შეფასების თანახმად, MiG-29-ის უკრაინაში გადაცემა შეიძლება შეცდომით ჩაითვალოს ესკალაციად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მნიშვნელოვანი რეაქცია და გაზარდოს ნატოსთან სამხედრო ესკალაციის პერსპექტივები.

 

აშშ ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო საშუალება იარაღისა და სისტემების მიწოდებაა, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ რუსული აგრესიის დასამარცხებლად, კერძოდ, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner