logo_geo
eng_logo
თურქეთში დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვის შეხვედრა დაიწყო
- +

10 მარტი. 2022. 12:58

 

 

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო.

 

რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრამდე უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა თურქი კოლეგის მევლუთ ჩავუშოღლუს ინიციატივით იმართება. შეხვედრა სამმხრივ ფორმატში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას თურქული მხარეც იღებს.

 

ცეცხლის შეწყვეტა, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება, ეს სწორედ ის სამი ძირითადი საკითხია, რასაც უკრაინული მხარე აგრესორთან მოლაპარაკების დროს დააყენებს.

 

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომიდან მე-15 დღეს უკრაინული მხარის მტკიცებით, აგრესორი ქვეყანა დიდ დანაკარგებს განიცდის როგორც ადამიანური, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით. რუსული აგრესიის გამო რუსეთის ბაზარი არაერთმა დასავლურმა კომპანიამ დატოვა. რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, როგორც ექსპერტები ამბობენ, ის დღითი დღე უფასურდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner