logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: სამწუხაროდ, ამ რთულ ვითარებაშიც კი „ნაცმოძრაობა“ კვლავ რადიკალიზაციის გზას ირჩევს
- +

10 მარტი. 2022. 15:56

 

 

„ლარის კურსის გაუფასურება რომ არ იყო დაკავშირებული მაკროფაქტორებთან, მიუხედავად რეგიონში შექმნილი რთული სიტუაციისა, რაც უკრაინაში რუსულ ინტერვენციას და მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება და იყო ხელოვნური აჟიოტაჟის შედეგი, ეროვნული ბანკის პირველივე ინტერვენციისას გამოჩნდა, როდესაც 9 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ აშშ დოლარი, ხოლო არა თუ დაკმაყოფილდა მიწოდება, არამედ მოთხოვნამ უფრო ნაკლები 39 570 000 აშშ დოლარი შეადგინა, და ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე დღეს 1 აშშ დოლარის კურსი ლართან მყისიერად დასწია 3.45-დან 3.24-მდე“, - ამის შესახებ საბანკო და საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ყველა მაკროეკონომიკური მონაცემით, საქართველოს თებერვალშიც მაღალი ზრდა ექნება, რადგან რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში თებერვლის ბოლოს დაიწყო და ნაკლებად აისახება ეკონომიკურ პარამეტრებზე, რაც ბუნებრივია ასახვას პოვებს მარტში სავალუტო კურსის პოზიტიურ დინამიკაზე, ლარის დასტაბილურების მიმართულებით:

 

„სამწუხაროდ, მერამდენედ მსურს აღნიშნო, რომ ამ რთულ ვითარებაშიც კი „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ რადიკალიზაციის გზას ირჩევს. ამასთან, ცალკეული დაინტერესებული ჯგუფები, ეს ექსპერტთა ნაწილსაც ეხება და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ქართული ოპოზიცია, მხარდამჭერი მედია საშუალებებით ფაქტობრივად ისევ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასული. ამის შედეგია პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობა, მიტინგომანია, თანმდევი საფუძველს მოკლებული ბრალდებათა მთელი ნიაღვარით ხელისუფლების მისამართით, როდესაც აქცენტები ხდება არა წმინდა ეკონომიკურ ფაქტორებზე და მოსალოდნელ შედეგებზე, არამედ წმინდა წყლის სპეკულაციებზე. ეს თანაბრად ეხება რუსეთისადმი სანქციების დაწესების თემასაც და კურსზე ზემოქმედების სუბიექტურ ფაქტორებსაც, მათ შორის თითქოსდა რუსული რუბლის ექსპანსიასაც კი, რაც ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს და ზრდის დაწოლას ლარზე.

 

ყველა მაკროეკონომიკური მონაცემით, ჩვენ თებერვალშიც მაღალი ზრდა გვექნება, რადგან რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში თებერვლის ბოლოს დაიწყო და ნაკლებად აისახება ეკონომიკურ პარამეტრებზე, რაც ბუნებრივია ასახვას პოვებს მარტში სავალუტო კურსის პოზიტიურ დინამიკაზე, ლარის დასტაბილურების მიმართულებით“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner