logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
- +

8 აგვისტო. 2016. 13:21




პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.


„ჩვენ პატივი მივაგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომში, თავიანთი მოქალაქეობრივი და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას, ღირსეულად დაიღუპნენ. ჩვენთვის, ქართველი ახაგზარდებისთვის ძალიან მტკივნეულია ის, რომ ასეთი ადამიანები, ასეთი ქართველები ეცლებიან საქართველოს", - განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner