რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკა შოკს განიცდის.
კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთის მთავრობა ზომებს იღებს რუსთის წინააღმდეგ წარმოებული აბსოლუტურად უპრეცედენტო ეკონომიკური ომის გავლენის შესარბილებლად.
„ჩვენი ეკონომიკა ახლა შოკურ ზემოქმედებას განიცდის და ნეგატიური შედეგები დადგა. მათ მინიმუმამდე დავიყვანთ. ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული ეკონომიკური ომი აქამდე არასდროს ყოფილა. ასე რომ, ძალიან რთულია რაიმეს პროგნოზირება“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.