აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ფასი, რომელიც აშშ-მა პუტინს დაუწესა, ბევრად უფრო დამანგრეველია, ვიდრე ის ფასი, რომლის წინაშე აშშ დგას.
აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე უფრო გაიზარდა და 7.9%-ს შეადგენს.
ჯო ბაიდენმა ფასების ზრდაში ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა, თუმცა აღნიშნა, რომ ის ფასი, რომელიც აშშ-მა პუტინს დაუწესა, ბევრად უფრო დამანგრეველია, ვიდრე ის ფასი, რომლის წინაშე აშშ დგას.
„მიმდინარე თვეში ინფლაციის ზრდში დიდი წვლილი გაზისა და ენერგიის ფასების ზრდაზე მოდის, რადგან ბაზრები პუტინის აგრესიულ ქმედებებზე რეაგირებდნენ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
8 მარტს, აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა.